დავით ვერავა: ელდარ შენგელაია უზარმაზარი დანაკლისია, მთელი ქვეყნისთვის, ქართული კულტურისა და კინომატოგრაფიისთვის

ელდარ შენგელაის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა მწუხარებას გამოთქვამს:
„გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენეგელაიას გარდაცვალების გამო. მისი კინო კადრები მეხსიერებას და მომავალ თაობებს დარჩება, მან ფილმით არაერთხელ თქვა სათქმელი და დაგვიტოვა დიდი საგანძური.
ჩვენი რეგიონისთვის ნამდვილად საამაყოა, რომ შენგელაიების ოჯახის ფესვები სწორედ სამეგრელოს, უნიკალურ სოფელ ობუჯს უკავშირდება.
ელდარ შენგელაია უზარმაზარი დანაკლისია, მთელი ქვეყნისთვის, ქართული კულტურისა და კინომატოგრაფიისთვის.
ვუსამძიმრებ ბატონი ელდარის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს! ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს ქართული კინოს ლეგენდარულ რეჟისორს“ – ნათქვამია დავით ვერავას მიერ გავრცელებულ სამძიმრის ტექსტში.




