ხობში ნუგზარ წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ნუგზარ წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა.
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტურნირში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 125 ნორჩი მოჭიდავე მონაწილეობდა. გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
მემორიალური ტურნირი, რომელშიც საქართველოს ცამეტი მუნიციპალიტეტის 125 ნორჩი მოჭიდავე მონაწილეობდა, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და “ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.




