ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი სოფელ ობუჯში გზისა და ხიდის მდგომარეობას გაეცნენ

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ირაკლი ზარქუასთან, ილია ინჯიასთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
აღნიშნული გზა არაერთი დასახლების მთავარი სატრანსპორტო მარშრუტია.
14-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა 7-კილომეტრს, ხოლო დარჩენილი 7-კილომეტრი დაზიანებულია, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურ გადაადგილებას.
გზის სრულყოფილი რეაბილიტაციის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უკვე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. პროექტირების დასრულებისთანავე დაიწყება დარჩენილი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
მინისტრი, ასევე, გაეცნო სოფლების – ჯაღირასა და ობუჯის დამაკავშირებელი ხიდის მდგომარეობას.



მსგავსი სიახლეები

ჯგალსა და ობუჯში საბავშვო ბაღების მშენებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი გაეცნენ

ინფრასტრუქტურის მინისტრი და გუბერნატორი „ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ


