გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს დავით ვერავას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს დავით ვერავას, ზუგდიდის მერს მამუკა წოწერიას და საქართველოს პარლამენტის წევრს, ზუგდიდის დელეგატს დავით კოდუას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მხარეებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, რადგან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთიდან დევნილთა რამდენიმე ათეული ჩასახლებაა.
დავით ვერავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს წარმატებები უსურვა, გიორგი ჯინჭარაძემ კი სახელმწიფო რწმუნებულს დევნილების მიმართ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რაც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული.
მსგავსი სიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგანანს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გერმანიის ელჩს შეხვდა


