ჩხოროწყუში სოფელ ზუმში 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ ზუმში 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
სკოლის მშენებლობას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
საგანმანათლებლო დაწესებულება სრულად აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
მიმდინარე სამუშაოებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ამ ეტაპზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.







