ხობში სკოლების ბოლო ზარისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

ხობის ცენტრალურ პარკში, ჯგუფ „რეგიონის“ მონაწილეობით სკოლების ბოლო ზარისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონცერტი ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა.




