ანაკლიის ბანაკი წელს 3200 ახალგაზრდას უმასპინძლებს

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის ბაზაზე სარემონტო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროცესს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი ადგილზე გაეცნო.
,,ბანაკში განახლდება სველი წერტილები და ჩატარდება ადმინისტრაციული კორპუსის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები ბანაკის მონაწილეებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ შენობაში. ასევე დაწყებულია სცენისა და დამხმარე ნაგებობების განახლება.
2025 წელს ანაკლიის ბანაკი 3200-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს” – აცხადებენ ახალგაზრდობის სააგენტოში.




