ზუგდიდში ახალი სკვერი მოეწყობა [ვიდეო]
![ზუგდიდში ახალი სკვერი მოეწყობა [ვიდეო]](https://api.stv.ge/uploads/2025/05/WhatsApp-Image-2025-05-30-at-13.26.15_d12241c6-960x540.jpg)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო პროექტი „ერთად მწვანე ქალაქებისთვის“ ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს ურბანული გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. პროექტში ჩართულია შავი ზღვის რეგიონის ოთხი ქვეყანა: თურქეთი, საქართველო, საბერძნეთი და რუმინეთი. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ზუგდიდში, თეატრის ქუჩაზე, მშვიდობის პარკის დაგეგმარება და მისი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ჯანსაღი და კომფორტული გარემოს შექმნას.
პროექტის დეტალებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პროექტებისა და დონორებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მარიკა ხასია საუბრობს.


