stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბები

რევაზ სოხაძე-განმუხურის სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენა დაიწყება

23.05.2025 / 23 მაისი 2025
რევაზ სოხაძე-განმუხურის სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენა დაიწყება

„პრემიერ-მინისტრის დავალებით ვიმყოფებით სამეგრელოს რეგიონში, სადაც მოვინახულეთ განმუხურის, ანაკლიისა და მალთაყვის სანაპიროები.  სანაპიროების ნაწილი ეროზირებულია, შესაბამისად გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო უახლოეს პერიოდში დაიწყებს სანაპიროების აღდგენის სამუშაოებს, ასევე, შევაფასეთ ამ  ტერიტორიების ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოტენციალიც“-ამის შესახებ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სანაპირო ზოლის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

გასვლითი სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო იმ საჭიროებების დადგენა, რაც აუცილებელია განმუხურისა და მალთაყვის სანაპირო ზოლის მოწესრიგებისა და თანამედროვე სტანდარტებით განვითარებისათვის.

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად, განმუხურისა და მალთაყვის სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და განვითარების შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.

რამდენიმე უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ამ ტერიტორიების მოწესრიგებას, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებად ქცევას შეუწყობს ხელს.  

პირველი ეტაპისათვის, გადაწყდა განმუხურის სანაპირო ზოლის ეროზიის არსებული პრობლემის მოგვარება. ამ დროისათვის, განმუხურის სანაპირო ზოლზე, ძლიერი ეროზიის გამო, ნაპირი 10-12 მეტრით ხოლო შესართავთან – 50-60 მ-ით უკან დახეულია. სანაპირო ზოლის აღსადგენად, ეროზიული პროცესების და სანაპირო ინფრასტრუქტურის მდგრადობის შესანარჩუნებლად, ჩატარდება სანაპირო ზოლის კვება, რაც გულისხმობს საჭირო რაოდენობის ქვიშა-ხრეშოვანი მასალის შეტანას და შემდგომ მონიტორინგს.

სანაპირო ზოლების განვითარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, ხელს შეუწყობს მათ ეკონომიკურ აქტივობას, გაზრდის შიდა და საერთაშორისო ტურიზმსა და  რეგიონის განვითარების სტიმულს.

News image 1
News image 2
News image 3
News image 4
წინა პოსტი

26 მაისს დღის განმავლობაში, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

შემდეგი პოსტი

მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

განმუხურის ეროზირებული სანაპირო ზოლის აღდგენის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

განმუხურის ეროზირებული სანაპირო ზოლის აღდგენის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

განმუხურში სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვის სამუშაოები იწყება [ფოტო]

განმუხურში სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენისა და დაცვის სამუშაოები იწყება [ფოტო]

გაზმომარაგების აღდგენა დღეს დაიწყება

გაზმომარაგების აღდგენა დღეს დაიწყება