„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული გურამ თირქია გიგი უგულავაზე: ჩემ დისშვილს ვუთხარი, გუბერნატორი რეკავს-მეთქი. ეუბნება, 5 მილიონი დოლარი მჭირდებაო. უარი რომ მიიღო ანზორისგან, ღიად დაემუქრა, ყველაფერს წავართმევ თქვენს ბიძასო

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გურამ თირქიამ ისაუბრა.
მან ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც გიგი უგულავამ მის დისშვილს დაურეკა და 5 მილიონი მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიძისთვის ყველაფრის წართმევით დაემუქრა.
„მირეკავს გიგი [უგულავა], თქვენი დისშვილი თბილისში არისო. ვუთხარი ჩემ დისშვილს, გუბერნატორი რეკავს მეთქი. მომეციო და ადგა სუფრიდან, ავდექი მეც და გავყევი. ჰოდა, ეუბნება, 5 მილიონი დოლარი მჭირდებაო. ფერი შეეცვალა, რა უჭირს საქართველოს მითხარიო და რისთვის ვაგზავნი, ხომ უნდა ვიცოდეო, რაც შემეძლო, გავუკეთეო. დედამისი დასაფლავებულია ვაკეში შარტავას გვერდით, ჰოდა, იქ რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა და მითხარითო, კონკრეტულად რისთვის გინდა ეს თანხაო. შენ ბიძასო სასტუმროს ავუშენებ ერთსო. ნუ წუხდებითო, ამას მე ავაშენებო და უარი რომ მიიღო, ანზორისგან, დაემუქრა ღიად, ყველაფერს წავართმევ თქვენს ბიძასო. უპასუხა, რომ ეს შეიძლება, დროებით წაართვათო ჩემ ბიძას, მაგრამ დასადგომ ადგილს საქართველოში თქვენ წაგართმევთო“, – განაცხადა გურამ თირქიამ.
მსგავსი სიახლეები

გურამ თირქია: გიგი უგულავა სამეგრელოს გუბერნატორობისას ხანდახან სათევზაოდ დადიოდა და ელექტროდენით იჭერდა თევზს, ხალხი მეუბნებოდა, ჩვენ დაგვაგდებინეთ ეს აპარატი, გუბერნატორი რომ ზის და იჭერს თევზს აპარატით, დასაშვები არისო?

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ ნაწამები ლაშა არქანია: კოხტა კოდუამ საკუთარ დედაზე დაიგინა, რომ ხელკეტით გამაუპატიურებდა იმ შემთხვევაში, თუ ცრუ ბრალდებას ხელს არ მოვაწერდი – იძულებული გავხდი, ხელი მომეწერა ბრალზე, რომელიც არ ჩამიდენია


