პარლამენტის საგამოძიებო კომისია ორ ზუგდიდელს გურამ თირქიას და თამაზ წუალაის მოუსმენს

ხვალ, 15 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმარტება.
„სხდომაზე განსახილველი საკითხებია: ბიზნესის რეკეტი, მესაკუთრის დაპატიმრება მისი ქონების მისაკუთრების მიზნით, წამება და არაადამიანური მოპყრობა, უფლებების უხეში შელახვის სხვა ფაქტები.
სხდომაზე მოწვეულნი არიან ბატონები – გურამ თირქია, თამაზ წულაია, დავით ქანთარია და ბესარიონ ხვინთელიანი.
სხდომის მიმდინარეობა სრულად გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით საზოგადოებრივი მაუწყებლის პარლამენტის არხით და ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით. ასევე, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე და სოციალურ პლატფორმებზე“ – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გურამ თირქია და თამაზ წუალაი ზუგდიდელები არიან. მათი საქმეები ყოფილი ხელისუფლების დროს ბიზნესის ჩამორთმევას, უკანონო დაკავებას და დაშინებას უკავშირდება. მედიასთან მათ არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მათ საქმეებში მაშინდელი მაღალჩინოსნები ღიად ფიგურირებდნენ მათ შორის ერთ-ერთი მაშინდელი საოლქო პროკურორი როლანდ ახალაიაა.
მსგავსი სიახლეები

პარლამენტის წევრებმა და მინისტრის მოადგილემ ახალგაზრდულ პრიორიტეტბზე და საჭიროებებზე შეხვედრები გამართეს

პარლამენტის ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას ფოთსა და სენაკში შეხვდა


