ფოთში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში, „კუნძული დიდის“ უბანთან ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი და ნაპირაღდგენის სამუშაოები დასრულდა. პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან, პარლამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის მიზანია ქალაქში „კუნძული დიდის“ სანაპირო ზოლის დაცვა ზღვის ტალღური ზემოქმედებისაგან. ნაპირაღდგენის სამუშაოები 1905 მეტრის სიგრძეზე ჩატარდა. პროექტის ფარგლებში სანაპირო ზოლზე მოეწყო ქვანაყარი ნაპირდამცავი ნაგებობა.
პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 8.9 მილიონი ლარია.






