ფოთში, წყალსათხილამურო სპორტის ახალი ბაზა გაიხსნა

ფოთში, წყალსათხილამურო სპორტის ახალი ბაზა გაიხსნა.
წყალსათხილამურო სკოლამ უცხოელ სპორტსმენებს უმასპინძლა, რომლებმაც პროფესიული წვრთნები გაიარეს მწვრთნელებთან ერთად.
საწყლოსნო სპორტის განვითარება არამარტო ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ახალგაზრდებს, არამედ ტურისტული თვალსაზრისითაც გაზრდის ფოთის პოტენციალს.
ფოთის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის თითოეულ ორგანიზაციას და პარტნიორს, ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელებისთვის.








