ჩხოროწყუს მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააღდგომოდ 100 ლარიან სასაჩუქრე ბარათებს გადასცემს

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე ვალერი თოდუა და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი კახა შელია. ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.
„მერის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახებისთვის სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ. სასაჩუქრე ბარათებს მიიღებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100-მდე სოციალურად დაუცველი, მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები , მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა და შშმ პირები. თითოეული 100 ლარის ოდენობით. ასევე აღნიშნული კატეგორიის ოჯახებს მერიასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ჩხოროწყუს ფილიალის მიერ დაურიგდებათ სააღდგომო ნობათი“ – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




