აბაშის სოფელ ზანათში ახალი გზა დაიგო

აბაშის მუნიციპალიტეტში, ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალსოფლის უბნის N6 ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო. პროექტის ფარგლებში ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო:
სოფელ საგვაზაოში #1 და ქუჩა #3 ქუჩებზე.
სოფელ ნაესაკოვოს N8 ქუჩაზე.
ქ. აბაშაში აკაკის ქუჩის IV შესახვევში.
სოფელ სამიქაოში დარცმელიძეებისა და ჩორგოლაშვილების უბანში.
პროექტის ფარგლებში ჯამში 12-კმ-მდე გზაზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 840 000 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას აბაშის მერია ავრცელებს.




