ისტორიულ დღესთან დაკავშირებით ზუგდიდიში დროშებით მოირთო გამსახურდიას გამზირი, განთავსდა რეფერენდუმის დღის ამსახველი ბილბორდებ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, პირველმა მოადილემ ნინო ვიბლიანმა და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღესთან და ზვიდ გამსახურდის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირველი პრეზიდენტის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რემუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ისტორიულ დღესთან დაკავშირებით მოირთო ქალაქის ქუჩები, განთავსდა რეფერენდუმის დღის ამსახველი ბილბორდები.
34 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“.
„დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა ქართველი ერისთვის ჩვენ ვზეიმობთ დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას.
ნიშანდლივია, რომ დღეს ასევე არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეც. ზვიად გამსახურდიას ღვაწლი უდიესია ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე, ის სამაგალითოა ჩვენი მომავალი თაობებისთვის!“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ.
რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა. დღესვე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, მწერალის, მთარგმნელის, დისიდენტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ეროვნულ გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, მას 86 წელი შეუსრულდებოდა.








