ზუგდიდში სკოლების და ბაღების ნაწილმა სასწავლო პროცესი შეაჩერა

დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლაში. განათლების სამინისტროს ზუგდიდია რესურსცენტრის ინფორმაციით, დღეს სასწავლო პროცესს წყვეტენ სოფელ დარჩელის #1, ზედაეწრის, ონარიის, ჭითაწყარის, ოქტომბრის, ყულიშკარის, ჯიხაშკარის #2, რიყის საჯარო სკოლები. სწავლა განაახლეს ზუგდიდის #8 და სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლებმა.
ასევე სოფლებში საბავშვო ბაღების ნაწილმა სასწავლო პროცესი შეაჩერა, მიზეზად მუნიციპალიტეტის მერიაში აღასაზრდელების გამოუცხადებლობას ასახელებენ.




