ზუგდიდის მერია: მიმდონარეობს სოფლის შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები

დიდთოვლობის გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. წუხელ მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა სოფლამდე მისასვლელი და ქალაქის გზები.
გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე სოფლების შიდა საუბნო გზებზე მიმდინარეობს. მობილიზებულია როგორც ტექნიკა, ასევე ადამიანური რესურსი. ხდება ტროტუარების თოვლისგან გაწმენდა.
ჯუმში, საროგაოს უბანში, გზის გაწმენდით სამუშაოებს, ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა გაეცნო.
ზუგდიდის მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეების შემოსულ საჭიროებებზე მყისიერი რეაგირება ხდება.
მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ:
☎️ 595 096 806
☎️ 591 501 407
☎️ 591 447 585
☎️ 591 904 149
☎️ 595 99 77 12







