ხობში საავტომობილო გზები იწმინდება

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სპეციალური ტექნიკის გამოყენებით თოვლისგან იწმინდება საავტომობილო გზები, ინფორმაციას მერია ავრცელებს.
თოვლმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდება ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს.
პრობლემურ უბნებზე მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები.




