წალენჯიხაში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა ხორციელდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამთენიიდან ინტენსიურად თოვს, უხვი ნალექის გამო მობილიზებულია ტექნიკა , იწმინდება ცენტრალური საავტომობილო და ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვანო ბურდული აცხადებს, თოვლის საფარისგან ცენტრალური და სოფლებთან მისასვლელი გზები ინტენსიურად იწმინდება.
ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი მუნიციპალიტეტს უწყვეტად მიეწოდება“ – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




