წალენჯიხაში საბავშვო ბაღების პედაგოგებს ხელფასი, 10%-იანი ზრდის პარალელურად, დამატებით 125 ლარითაც გაეზრდებათ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ყოველწლიური 10%-იანი ზრდის შემდეგ, ხელფასი დამატებით 125 ლარითაც გაეზრდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„ეს სიახლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვანო ბურდულმა და წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ წყოუშის მესამე საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და მშობლებს პირადად გააცნეს.
ამავე შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ წალენჯიხის ხელისუფლებამ საბავშვო ბაღის ერთ აღსაზრდელზე საკვების ღირებულება 7 ლარი გახადა, ანუ ბავშვები, სხვა საკვებთან ერთად, ხაჭაპურსაც მიირთმევენ.
აღსანიშნავია, რომ ფახულანი ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს, სადაც საბავშვო ბაღში ბავშვები დროებით ოკუპირებული გალიდანაც დადიან.“ – წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: საჯარო სამსახურებში მომავალ წელსაც გაგრძელდება ხელფასების 10 %-იანი ზრდა, საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს კი, სტანდარტული ზრდის მიღმა, 1 იანვრიდან ხელფასი 100 ლარით გაეზრდება

ირაკლი კობახიძე: საჯარო მოხელეთა ხელფასების 10%-იანი ზრდა 2025 წლის ბიუჯეტში ასახული იქნება – განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალის ხელფასებს


