ხობის მერი დავით ბუკია საჯიჯაოში მინი სტადიონის მშენებლობის პროცესს გაეცნო

ხობის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს.
ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.
პროექტის შესაბამისად მოეწყობა ლითონის ღობე, სკამები, განათების სისტემა და დაიგება ხელოვნური საფარი.
სტადიონის მშენებლობის პროექტს მოსახლეობის ინიციატივითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.
პროექტის განხორციელების შედეგად ხობის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სპორტული მოედანი შეემატება




