ზუგდიდში საშობაო ღვთის მსახურებას სახელმწიფო რწმუნებული ესწრება

ზუგდიდის ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში საშობაო ლიგტურგია მიმდინარეობს.
ღვთისმსახურებას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე აღავლენს.
სადღესასწაულო მსახურებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის დელეგატთან დავით კოდუასთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან გრეტა წიწავასთან ერთად ესწრება.













