დავით ვერავა: მიმძიმს ამ ანგელოზებზე წარსულში საუბარი, ღმერთო ოჯახს გამძლეობა მიეცი!

ოკუპირებულ აფხაზეთში ტრაგიკულად 5 მოზარდის გარადცვალების ფაქტს სამგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ეხმაურება:
„მძიმეა ის ტრაგედია რაც ოკუპირებულ საბერიოში დატრიალდა, ხუთი მცირეწლოვანის სიცხოცხლე ხანძარს ემსხვერპლა. უმძიმესმა ტკივილმა მთელს საქართველოს სისხლი გაგვიყინა, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებეს ოჯახი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა, საბერიოში კი ბავშვები ბებიასთან იმყოფებოდნენ. მიმძიმს ამ ანგელოზებზე წარსულში საუბარი, ღმერთო ოჯახს გამძლეობა მიეცი!“ – წერს ვერავა.
ამავე თემაზე:




