ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ხუთი მილიონ ექვსასოთხმოცდაცხრამეტი ათასი ლარით იზრდება

ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ხუთი მილიონ ექვსასოთხმოცდაცხრამეტი ათასი ლარით იზრდება
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაჩვენებლები და პრიორიტეტები საზოგადოებას, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, დავით ჭოჭუამ გააცნო. მომხსენებლის განმარტებით: 2025 წლის პროგნოზით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 20 719 900 ლარს შეადგენს, რაც 2024 წლის საწყის მაჩვენებელთან შედარებით 5693,8 ათასი ლარით (37,9 %-ით) მეტია; ხოლო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პრიორიტეტებს: ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, განათლება და სოციალური სფერო წარმოადგენს.
ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, საკრებულოს წევრები, მერიის, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.




