ჯუმბერ იზორია: ,ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველო იქნება სიძლიერისა და წარმატების სიმბოლო!

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წვერი და ამჟამად ჩხოროწყუს საკრებულოს წევრი ჯუმბერ იზორია სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძოს პრემიერ მინისტრის პოსტზე წარდგენას ეხმიანება.
,,ბატონო ირაკლი, გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად წარდგენას!
თქვენი მრავალწლიანი შრომა და წვლილი ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაში უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. თქვენ გამოიჩინეთ თავი როგორც პრინციპულმა ლიდერმა, რომლის ხედვა, სტრატეგიული გადაწყვეტილებები და შეუპოვარი შრომა გამიზნულია საქართველოს სტაბილურობის, ეკონომიკური წინსვლისა და დემოკრატიული განვითარებისკენ.
თქვენი საქმიანობა განსაკუთრებულად აღსანიშნავია ქვეყნისთვის მშვიდობისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფის კუთხით. მტკიცე და გაწონასწორებული ხელმძღვანელობის წყალობით, საქართველო ნელ-ნელა იკრებს ძალას, რომ გახდეს ძლიერი, თანამედროვე და პროგრესული სახელმწიფო.
თქვენი მენეჯმენტისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ნდობის საფუძველია, რომ ქვეყანა გააგრძელებს განვითარების გზას, გააძლიერებს საერთაშორისო კავშირებს და დაამკვიდრებს მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში.
დაე, თქვენი მმართველობა იყოს აღსავსე მიღწევებით, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მიმართულებებს. გისურვებთ გამძლეობას, სიბრძნეს და წარმატებას ქვეყნის საკეთილდღეოდ!
ჩვენ ვენდობით თქვენს ძალისხმევასა და ლიდერობას და მტკიცედ გვჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საქართველო იქნება სიძლიერისა და წარმატების სიმბოლო!” – წერს ჯუმბერ იზორია.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება

ჯუმბერ იზორია: მომავალი 4 წელი იქნება ჩხოროწყუს აღმშენებლობის და მეტი განვითარების წელი


