ჩხოროწყუს მერმა 2024 წლის ანგარიში წარადგინა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენის მიზნით ადგილობრივებთან შეხვედრა დღეს ქალაქ ჩხოროწყუში, ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში გამართა.
დათო გოგუამ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ინფრასტრუქტურის, სოციალურ, სოფლის მერნეობის, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა.
ანგარიშის პრეზენტაციას საკანონმდებლო და აღმსარულებელი ხელისუფლების, მრჩეველთა საბჭოს, არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა სამსახურისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ანგარიშის პრეზენტაცია იხილეთ ლინკზე: https://chkhorotsku.gov.ge/sites/default/files/angarishi22




