დავით კოდუა: შეხვედრებზე დაფიქსირებული პრობლემების ჩამონათვალი იქნება ჩემი სამუშაო დღის წესრიგი პარლამენტში შესვლის დღიდან

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, დღეს ოქტომბერსა და დავითიანში იმყოფებოდა და სხვადასხვა უბანში მოქალაქეებს შეხვდა.
დავით კოდუას თქმით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები იძლევა შესაძლებლობას,მოხდეს არსებული პრობლემების უბან-უბან შესწავლა.
,,დღეს სოფელ ოქტომბერისა და დავითიანის სხვადასხვა უბნებში მოქალაქეებთან შეხვედრები გავმართეთ. ჩვენი შემუშავებული ეს ფორმატი საშუალებას გვაძლევს არსებული საჭიროებები უბან-უბან შევისწავლოთ. ამ შეხვედრებზე დაფიქსირებული პრობლემების ჩამონათვალი იქნება ჩემი სამუშაო დღის წესრიგი პარლამენტში შესვლის დღიდან – მე ვიქნები თითოეული ზუგდიდელის ხმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და მათი ინტერესების დამცველი ყველა უწყებაში”- აცხადებს კოდუა.
მსგავსი სიახლეები

დავით კოდუა: პარლამენტში ჩემი უფლებამოსილების ცნობის დღიდან დავიწყებ ყველა სოფლისა და ქალაქის ყველა უბანში პრიორიტეტების დოკუმენტის შექმნას

დავით კოდუა: ჩემი პარლამენტში ყოფნით თითოეული ზუგდიდელი იქნება პარლამენტის წევრი, მე გავახმოვანებ თითოეული მათგანის სათქმელს, მათ საჭიროებებს და ერთად ვიმუშავებთ გადაჭრის გზებზე


