ფოთის მერი: „ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ქალაქის იერსახის მოწესრიგებასა და გალამაზებაზე ზრუნვას“

ქალაქ ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა 9 აპრილის N4, N6 და თამარ მეფის ქუჩის N52 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადები.
დასრულებული სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხახუბიამ დაათვალიერეს.
„ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების ფასადების პროექტირება . აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე, მსგავსი სამუშაოების განხორციელებას ვგეგმავთ ქალაქის სხვა უბნებშიც.
ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ქალაქის იერსახის მოწესრიგებასა და გალამაზებაზე ზრუნვას“-განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ
მსგავსი სიახლეები

ფოთის მერი: „ქალაქის იერსახის მოწესრიგება და გალამაზება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ზრუნვას აქტიურად ვაგრძელებთ“

ფოთის მერი: „ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებას ქალაქის სხვადასხვა უბანში“


