დავით კოდუა: უამრავ სიკეთესთან ერთად, რიყე წარმოადგენს ჩემპიონების სოფელს

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ” ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რიყეში სახალხო დღესასწაულს ,,რიყეობას” დაესწრო.
,, გილოცავთ, ჩემო რიყელებო! მართლაც საოცარი სოფელი გაქვთ, უამრავ სიკეთესთან ერთად, რიყე წარმოადგენს ჩემპიონების სოფელს.
არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ძნელად მოიძებნება სოფელი, რომელსაც ხუთი მსოფლიო ჩემპიონი და ხუთი ოლიმპიადაზე გასული სპორტსმენი ჰყავს. ეს კი, დიდწილად რიყელი ავთანდილ გახოკიძის დამსახურებაა. ის გახლავთ ჩვენი სახელოვანი ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის მწვრთნელი. მადლობა ბატონ ავთანდილს, რომელსაც დღეს 60 წელი შეუსრულდა – ვულოცავ, წარმატებებს ვუსურვებ და მადლობას ვუხდი გაწეული შრომისთვის.
დღესასწაულს განსაკუთრებულად საზეიმო განწყობა სხვადასხვა თაობის ოლიმპიელების სტუმრობამ შესძინა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ლაშა ტალახაძეს, გიორგი ასანიძეს და კახი კახიაშვილს”- წერს კოდუა.
სახალხო დღესასწაული წელს მეოთხედ გაიმართა. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად დაესწრნენ.
მსგავსი სიახლეები

დავით კოდუა: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველ რიგში დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები და ერთად ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში

დავით კოდუა: მოძალადე წითლიძე, სოდის და კუდის ყოფილ ზონდერებთან ერთად შეუვარდა დევნილებს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა


