რას წერს ზუგდიდში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ტყუპების ექიმი

ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ტყუპების გიორგი და გაბრიელ გაბუნიების ექიმი, პედიატრი ლალი ფიფია სოციალურ ქსელში ბავშების ოჯახთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს.
„უფალმა ნათელში ამყოფოს მათი უმანკო სული. ამ ბავშვებს. 2 თვის ასაკში ვმკურნალობდი, კლინიკაში მედპერსონალმა იხილა დედისა და ბებიის დაუჯერებლად არაადეკვატური მოპყრობა ბავშვების მიმართ, რის გამოც ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ჩართულიქნა სოც.სამსახური. ეს ოჯახი მანამდე ცხოვრობდა ჯვარში. ოჯახის ექიმის მიერ დაფიქსირდა ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის ჩაკეტილ ოთახში დღეების განმავლობაში დატოვების ფაქტი. სოციალური დახმარების გამო სჭირდებოდათ ბავშვებზე მეურვეობა.. რამდენადაც ვიცი, ბავშვები გადასცეს მინდობით აღმზრდელს.. საშინლად მტკივა ეს ტრაგედია.“ – წერს ლალი ფიფია.
ამავე თემაზე:



