ჯვარში შუახნის მამაკაცის ცხედარი მდინარემ გამორიყა

ჯვარში, უბედური შემთხვევის შედეგად, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ გავიდა სახლიდან და მას შემდეგ ეძებდნენ. დღეს კი დაკარგული მამაკაცის ცხედარი მდინარემ გამორიყა. ახლობლების ვარაუდით, ნასვამი მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი სახლთან მდებარე ღელეში ჩავარდა და დაიხრჩო. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცავები. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.




