გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
სააგენტოს ცნობით, 31 ივლისს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში – ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში საფრთხის დონე მაღალი, დანარჩენ ტერიტორიაზე – საშუალო).“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




