წალენჯიხაში 60 სტუდენტი საზაფხულო დასაქმების პროგრამაში ჩაერთვება

წალენჯიხია მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების ხელშეწყობის ფარგლებში, სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის განხორციელება მეორე წელია გრძელდება.
,,დღეიდან 60 სტუდენტი სამუშაოს სხვადასხვა ა(ა)იპ-სა და მერიის სტრუქტურებში დაიწყებს მუშაობას.
ახალგაზრდებს შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ პროგრამის განხორციელება,იმდენად,რამდენადაც ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა,თავიანთიპროფესიის ფაგლებში გაიარონ სტაჟირება და ჩამოყალიბდნენ როგორც მომავალი პროფესიონალები.
პროგრამაში მონაწილეთა ანაზღაურება 45 დღის განმავლობაში 750 ლარის ოდენობით განისაზღვრება” ნათქვამია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადენაში.




