განმუხურში მდინარე ენგურში 15 წლის მოზარდს ეძებენ

განმუხურში, მდინარე ჯუმისა და მდინარე ენგურის შესართავთან, მაშველები 15 წლის მოზარდს ეძენ.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და თანატოლებთან ერთად საბანაოდ წავიდა. მდინარის ნაპირზე ნაპოვნია მოზარდის პირადი ნივთები, მათ შორის ტანსაცმელი. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.




