ზუგდიდის მერია დაზიანებული შადრევნის დემონტაჟს განახორციელებს

ზუგდიდის მერია დაზიანებული შადრევნის დემონტაჟს განახორციელებს, ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
,,ზუგდიდის მერია, თავისუფლების მოედანზე არსებული შადრევნის დემონტაჟს განახორციელებს.
შადრევნის რეკონსტრუქცია- რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოცხადებულია.
დღევანდელი მდგომარეობით, შადრევანი მწყობრიდანაა გამოსული და საფრთხის შემცველია, ვიზუალურადაც შელახულია. მისი არქიტექტურული ნაწილიც საჭიროებს რესტავრაციას.” ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში




