stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბები

ინოვაციების სააგენტომ 25 000 ლარიანი გრანტი 8 ზუგდიდელ გამარჯვებულს გადასცა

27.06.2024 / 27 ივნისი 2024
ინოვაციების სააგენტომ 25 000 ლარიანი გრანტი 8 ზუგდიდელ გამარჯვებულს გადასცა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები სამეგრელოს რეგიონში გამოვლინდნენ. რვა გამარჯვებული პროექტიდან ოთხს გრანტს გადასცემს GITA, ოთხ სტარტაპს კი USAID -ის ძლიერი სოფლის პროგრამა დააფინანსებს.

გამარჯვებული პროექტები:

·     LiveCourt – მობაილ აპლიკაცია, რომელიც ეხმარება სპორტის მოყვარულებს იპოვნონ საჯარო სტადიონები და დაინახონ რეალურ რეჟიმში სტადიონზე ადამიანების რაოდენობა, მათ შორის მათი, რომლებიც ამჟამად თამაშობენ, ელოდებიან თავიანთ რიგს ან უყურებენ თამაშს. ეს საშუალებას აძლევს მომხმარებელს აირჩიოს სტადიონი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება მათ საჭიროებებს.

·     Incom For Buisness – პლატფორმაზე მცირე ბიზნესის მქონე პირები შეძლებენ თავიანთი პროდუქტისა და მათი ბიზნესის შესახებ ინფორმაციის განთავსებას. ვებ გვერდზე განთავსებული ალგორითმი აიღებს ინფორმაციას სხვადასხვა სოც. ქსელიდან და ტრენდს, რომელიც პოპულარულია მოარგებს მათ პროდუქტს, მისცემს ვიდეოს იდეას,  სოციალურ მედიაში განთავსებისას კი დააგროვებს ბევრ ნახვას და მოიპოვებს აუდიტორიის  ნდობას.

·     Legends Forge – ინოვაციური კომპიუტერული თამაშის პროტოტიპის დამზადება, არსებული „ნეთვორქიდან“ ინვესტიციის ასაღებად.

·     სმარტ ცქვიტა – მოწყობილობა ეხმარება ადამიანებს ელექტრო ენერგიის მონიტორინგსა და ხარჯების სწორად განსაზღვრაში.

·     შიპიფაი – შიპიფაის ბიზნეს ანალიტიკური მოდელები პრიორიტეტულად მიმართულია მინიმუმამდე დაიყვანოს შეკვეთის რეგისტრაციიდან მის დასრულებამდე საჭირო დრო, მიაწოდოს მომხმარებლებს ყველა საჭირო ინფორმაცია შეკვეთის შესახებ რეალურ დროში და გაზარდოს სახმელეთო გადაზიდვების გამტარუნარიანობა რეგიონში.

·     ParaTicks – მეორადი ბილეთების პლატფორმა – პროექტის მიზანია ღონისძიებების მეორადი ბილეთებით ვაჭრობისთვის ორგანიზებული, მარტივად გამოყენებადი და სანდო პლატფორმის შექმნა (მრავალ-მომხმარებლიანი; C2C; B2C), რომელიც შეამცირებს არაკეთილსინდისიერი ტრანზაქციების რისკებს და მომხმარებელს საშუალებას მისცემს მარტივად მოიძიოს/ შეიძინოს სასურველი ბილეთები, ხოლო ბილეთების მფლობელებს გაუჩნდებათ ახალი, სანდო და უსაფრთხო გაყიდვების არხი.

·     RESTART . რესტარტი – პლატფორმა, როგორც უწყვეტი შუამავალი დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის, რომელიც გაადვილებს დასაქმების და დაქირავების პროცესს.

·     სანო – C2C სამედიცინო პლატფორმა, რომელიც ეხმარება ადამიანებს სამედიცინო მომსახურებების ონლაინ მიღებაში სახლიდან გაუსვლელად.

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება – ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან თანამშრომლობით, საგრანტო პროგრამის ბენეფიციარებს ზუგდიდის, წალენჯიხის, ონისა და მესტიის მუნიციპალიტეტებიდან ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დამატებითი რესურსები პროექტების განხორციელებისთვის.

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ითანამშრომლებს სამი სხვადასხვა მიმართულებით. ეს მიმართულებებია: 1) პრე-აქსელერაციის პროგრამები სამეგრელოში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში. 2) ტექნოლოგიური კვირეულები კასპში, გორში, მესტიასა და ზუგდიდში, 3) რეგიონალური საგრანტო პროგრამების კომპონენტი. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს და ადგილობრივ მეწარმეებს, შექმნან იდეიდან პროდუქტი, განახორციელონ სტარტაპ პროექტები, რაც რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე თემების მოსახლეობას მიეცემა საშუალება, შეისწავლოს ფინანსებზე წვდომის ალტერნატიული წყაროების მოძიების მეთოდები და შექმნას დინამიური ცვლილებების მიმართ მდგრადი ეკონომიკური განვითარების პოტენციალი.      

საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები აჭარის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში. სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმში განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge-ს მეშვეობით. საგრანტო წინადადებებს აფასებდა კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა, თითოეული პროექტისთვის შეადგენს 25 000 ლარს.

ინოვაციების სააგენტომ ზუდიდში გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ან პირებს, რომლებიც აპირებენ ეკონომიკური საქმიანობა განახორციელონ შესაბამის რეგიონში. ფიზიკური პირი, რომელიც მოიპოვებს დაფინანსებას, ვალდებულია საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

News image 1
News image 2
News image 3
News image 4
News image 5
News image 6
News image 7
News image 8
News image 9
News image 10
წინა პოსტი

ჩხოროწყუში ორი სახლი დაიწვა

შემდეგი პოსტი

საქართველოს ნაკრების გამარჯვება ოკუპირებულ აფხაზეთშიც აღნიშნეს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

Smart city ზუგდიდი – 5000 ლარიანი გრანტი გამოცხადდა

Smart city ზუგდიდი – 5000 ლარიანი გრანტი გამოცხადდა

109 წლის ზუგდიდელ ქალბატონს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 8 მარტი მიულოცეს

109 წლის ზუგდიდელ ქალბატონს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 8 მარტი მიულოცეს

ჩეხეთის განვითარების სააგენტომ რუხის კლინიკას ჩეხური სამედიცინო აპარატურა გადასცა

ჩეხეთის განვითარების სააგენტომ რუხის კლინიკას ჩეხური სამედიცინო აპარატურა გადასცა