გახარიას პარტია და ფრაქცია აბაშის საკრებულოს წევრმა დატოვა

გიორგი გახარიას პარტია ,,საქართველოსთვის”, ამავე ფრაქციის და აბაშის საკრებულოს წევრმა მეგული ჩოჩიამ დატოვა. მან მიზეზად გახარიას პარტის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები დაასახელა:
,, ბოლო რამდენიმე თვეა ვაკვირდები გიორგი გახარიას პარტიაში განვითარებულ მოვლენებს. ეს პარტია რეალურად იქცა ნაციონალური მოძრაობის დანამატად. პარტია არ ამართლებს თავის სახელს, რისთვისაც მე ამ პარტიაში თავის დროზე მოვედი, ეს პარტია არ არის „საქართველოსთვის“, ეს პარტია დღეს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს. არ შემიძლია ვიყო იმ პოლიტიკოსების გვერდით, რომლებიც ქართული ინტერესების საწინაააღმდეგოდ მოქმედებენ და შეკრული არიან ყველაზე მარგინალურ ჯგუფთან „ნაციონალურ მოძრაობასთან“. აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია საქართველოსვის, ასევე ვტოვებ აბაშის საკრებულოში ამავე სახელწოდების ფრაქციას. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე ქართულ საქმეს ემსახურება „ქართული ოცნება“ და ჩვემს თავს ვხედავ სწორედ ამ გუნდის გვერდით.” – განაცხადა მეგული ჩოჩიამ დღეს ჟურნალისტებთან.
გახარიას პარტიას აბაშის საკრებულოში სამი წევრი ყავდა, სწორედ ამ სამი წევრისგან შედგებოდა ფრაქციაც, რომელიც მეგული ჩოჩიას გასვლის შემდეგ ავტომატურად იშლება, რადგან ფრაქციის შექმნას მინიმუმ სამი წევრი სჭირდება.




