ზუგდიდის მერმა 13 ივნისს დაღუპული მარიამ ქუთელიას საფლავი გვირგვინით შეამკო

13 ივნისს, მომხდარი სტიქიიდან 9 წელი გავიდა. სტიქიას სამეგრელიდან სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა. მათ ზუგდიდელი მარიამ ქუთელია და ხობელი დები ინდირა და ლიზა ზარანდიები. გარდაცვლილთა საფლავები გვირგვინებით დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეამკეს.
ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, პირველ მოადგილესთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან და ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენლებთან ერთად, მარიამ ქუთელიას საფლავზე იმყოფებოდა. მერმა მარიამის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.
თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი.







