სამეგრელოს პოლიციამ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ი.ბ. მუქარის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 ივნისს, ბრალდებული ი.ბ. მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1983 წელს დაბადებულ ს.შ.-ს, მათ შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.
მარტვილის სოფელ ბალდაში წუხელ გვიან ღამით მამაკაცი დაჭრეს. “ბალდის კანიონის მცველების” ინფორმაციით, დაჭრილია მათი ორგანიზაციის წევრი მინდია ბჟალავა, რომელიც ქუთაისის კლინიკაში ა გადაყვანილი. მათივე განაცხადებით, ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგებს შეიარაღებული პირები თავს დაეხსნენ. თავად კანიონი 350-ში კი აცხადებენ, რომ პროვიცირება კანიონის მოწინააღმდეგეებმა გამოიწვიეს და განსხვავებული აზრის საჯაროდ დაფიქსირების გამო სოფლის მოსახლეობას მიუვარდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს.




