ფორთოხლის გამყიდველმა „გირჩის“ წევრმა Postv-ს გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდა

ზურაბ ჯაფარიძის „გირჩის“ წევრი ვიტალი გუგუჩია POSTV-ს გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა. მან ჟურნალისტს და ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მიაყენა. გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესია ვიტალი გუგუჩიამ მაშინ გამოხატა, როდესაც ჟურნალისტი მასთან ინტერვიუს ჩასაწერად მივიდა.
ჟურნალისტ ნათია ბერიძის განცხადებით, ის გუგუჩიასთან კომენტარისთვის მივიდა და კითხა რატომ დაუპირისპირდა და მიაყენა შეურაცხყოფა სოფლის რწმუნებულის თანაშემწეს, თუმცა პასუხად აგრესია მიიღო.


![ფოთში, ძიძა ჩვილს ფიზიკურად გაუსწორდა [ვიდეო]](https://api.stv.ge/uploads/2019/08/67798101_2483225301910511_6446482183124156416_n-960x524.jpg)

