გამჭირვალობის კანონი ზუგდიდში გააპროტესტეს

„არა რუსლ კანონს“ ამ ლოზუნგით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ზუგდიდში სკეიტ პარკის მიმდებარედ შეიკრიბნენ.
აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. მათი განცხადებით, კანონი, რომლის დამტკიცება მთავრობას სურს სრულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.





