ოთარ ქადარია: ნაციონალური მოძრაობა თავისი ბუნებით არის დამნაშავეთა გაერთიანება

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ქადარია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე განცხადებას ავრცელებს:
,,ახალგაზრდებს მინდა მოგმართოთ, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც არ გახსოვთ საქართველოს პოლიტიკური ყოფა ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე! ნაციონალური მოძრაობის, როგორც ფაშისტური გაერთიანების მიზანი იყო და არის ხელისუფლებაში მობრუნება, ეს სავსებით ლოგიკურია, ვინაიდან ისინი მიზნის მისაღწევად ფორმალურად ირიცხებიან როგორც პოლიტიკური კავშირი. ამავდროულად, როგორც “ყოფილებს” აწუხებთ მმართველობის ნოსტალგია.
ეს კავშირი, თავისი ბუნებით არის დამნაშავეთა გაერთიანება, რომელიც დღეს, ენჯეოებთან ერთად ამ მიზნის მიღწევის ორ გზას ხედავს:
1) რუსეთთან ხელისუფლების ასოცირება, რაც რუსეთთან მრავლჯერ ნაომარი ქართველი ადამიანის ცეცხლოვან განწყობაზე ნავთის დასხმაა.
2) ეკონომიკური პარამეტრების გლობალურიდან ამოჭრა და ნეგატიურ კონტექსტში მუდმივი აფიშირება. სხვა რეალურ საშუალებას ისინი ვერ პოულობენ.
ამ დიდი განზრახვის წაკითხვა მინიმუმ მე-2 კურსის სტუდენტებისთვის სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს… ქრონოლოგიას რომ გავყვეთ, დღეს, რუსთაველზე საპროტესტო კამპანიას მართავს პრორუსი, ბოროტული ზრახვების კავშირი (ნაცმოძი), რომელიც მათი სამთავრობო საქმიანობის ისტორიაში, ყველაზე მეტ შეხვედრას ვლადიმეროვიჩ პუტინთან მართავდა. კავშირი, რომელმაც რუსი ივანოვის დახმარებით, 2003 წელს ხელისუფლება ჩაიბარა.
კავშირი, რომელმაც საკუთარი ნებით, კოდორის ხეობა რუსებს ჩააბარა. კავშირი, რომელმაც საქართველოს ეროვნული სიმდიდრე – 52 სტრატეგიული ობიექტი რუსებს მიჰყიდა, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობა ენგურ ჰესი.
კავშირი, რომელიც ქართველ, პატრიოტ ახალგაზრდებს, შავ ზღვაში, ბორბალ გამობმულს ძირავდა (ათეულობით მაგალითია კერძოდ სამეგრელოში). თაღლითების ჯგუფი, რომელებმაც დახმარების სახით გამოყოფილი ევროკავშირის 4 მილიარდი ევრო სახლში წაიღო.
ახალგაზრდებო, ეს სისხლში ჩაძირული პუტჩისტები არასოდეს იქნებიან თქვენიანი, ისინი ვერასოდეს იტანდნენ ახალგაზრდებს, ამის კარგი მაგალითია, თავიანთი მმართველობის დროს ათეულობით ათასი ქართველი ახალგაზრდის ყოლა საპატიმროებში, სადაც ყველაზე მძიმე სოციალურ პირობებში უწევდათ ყოფნა. სამწუხაროდ დღეს, ბევრი მათგანი ცოცხალი აღარ არის…
მე, როგორც ღირსეული დასავლური ფასეულობის მომხრეს, უბრალოდ მრცხვენია კეზრაშვილის და ალასანიას ფულით დაფინანსებული აქციიდან მოვითხოვო ევროპა!
თქვენი საქმისა თქვენ იცით!
უფალი ფარავდეს ჩვენს ენას, მამულს და სარწმუნოებას!“ – წერს ოთარ ქადარია.
მსგავსი სიახლეები

თაზო ფაცაცია: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ქმედებებით ამტკიცებს, რომ სურს ზუგდიდის განვითარების შეფერხება, მათი ერთადერთი მიზანი გისოსებში მყოფი ბელადის ნაკარნახევი ნარატივის შესრულებაა“

ირაკლი ჩიქოვანი: დღესაც რომ გვქონდეს ისეთი ვითარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, ვიქნებოდით ომის ქარ-ცეცხლში გახვეული, მაგრამ დღეს ხელისუფლებაში არის პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა



