,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ზუგდიდშიც გააპროტესტეს

,,კი ევროპას, Არა რუსულ კანონს” – ამ ლოზუნგით, საპროტესტო აქცია ზუგდიდშიც გაიმართა. Არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები სკეიტ პარკის ტერიტოროაზე შეიკრიბნენ და ცენტრალურ გამზირისკენ მსვლელობა მოაწყვეს. Აქციის მონაწილეები, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და სხვადასხვა შინაარსის ბანერები, ჯერ მერიის შენობასთან მივიდნენ, შემდეგ კი “ქართული სცნების” ოფისთან გადაიმაცვლეს, სადაც კიდევ ერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას გაიწვიონ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. Მათი განცხადებით, კანონპროექტის დაკანონება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს უქმნის.
ცნობისვთის, „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს დაიწყო. კანონპროექტის განხილვის პარალელურად თბილისში აქცია მიმდონარეობდა.
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მესამე სექტორის დაფინანსება გაუმჭირვალეა და ახაკი კანონპროეტი არასამთავრობო სექტორს დაავალდებილებს უცხოური დაფინანსების შესახებ დოკუმენტაცია შემოსავლების სამსახურში წარადგინოს.






