Სოფელ ჩხორიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

Ზუგდიდი-მესტიის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ჩხორიის მონაკვეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
Არსებული ინფორმაციით, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
Შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და სამაშველო ჯგუფები. Გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. Ავარიის გამომწვევ მიზეზად მაღალი სიჩქარე სახელდება. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.




![ზუგდიდში კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2018/10/43567136_552319865218023_2349022175161221120_n.jpg)