ზუგდიდში მოკლულ ქალს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება – ცხედარი ექსპერტიზაზეა

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში 60 წლის მოკლული ქალის ცხედარი ექსპერტიზაზე ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
Შემთვევის ადგილზე მუშაოებენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცავები. გარდაცვლილის Მეზობლების ინფორმაციით, ქალს აღენიშნება წამების კვალი. Მათივე თქმით, ნაცემია გარდაცვლილის მეუღლე, ის მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაშია მოთავსებული. თუ რა მოხდა შემთვევის ადგილზე დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
Შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:




