ზუგდიდის საკრებულოში „ენმ“-ს ფრაქცია დღეიდან არ არსებობს

Ზუგდიდის საკრებულოში, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აღარ არსებობს და დღეიდან, ფრაქციის სახელწოდებაა “ახალი”. აღნიშნული გადაწყვეტილება მედიას, ფრაქციის წევრებმა თავად გააცნეს. Მათი განცხადებით, ისინი რამდენიმე თვეა მხარს ღიად უჭერენ ნიკა მელიას გუნდს შესაბამისად, ერთობლივი გადაწყვეტილებით, მის პარტიას ოფიციალურად უერთდებიან. „ ფრაქცია “ახალში” საკრებულოს 14 წევრი ირიცხება.
რაც შეეხება პარტია “ნაციონალური მოძრაობაში” დარჩენილ საკრებულოს 7 წევრს, Როგორც ცნობილია ისინი ლევან ხაბეიშვილის ფრთას წარმოადგენენ, თუმცა Საკრებულოს წესდების მიხედვით, მათ ფრაქცია “ენმ” – ს ხელახლა ჩამოყალიბება არ შეუძლიათ და საკრებულოში ცალკე დამოუკიდებელ დეპუტატებად აგრძელებენ საქმიანობას.
„გუშინ წინ ფრაქციის სხდომაზე მოვიღეთ ერთობლოვი გადაწყვეტილება და ფრაქცია “ენმ” შეიცვალა სახელწოდებით “ახალი”. ვაწარმოებდით მოლაპარაკებას იმ ადამიანებთან, რომლებიც დარჩნენ “ენმ” – ში, ინტერფრაქციულად, საერთო გადაწყვეტილებით მიგვეღო საერთო სახელი, რომელიც ორივესთვის იქნებოდა მისაღები, მაგრამ ჩვენმა მეგობრებმა თანხმობა არ განაცხადეს და ჩვენ, 14-მა ადამიანმა, ვინც ამ პარტიაში ვაპირებთ გაწევრიანებას გადავწყვიტეთ და ზუგდიდის საკრებულოში საქმიანობას შევუდექით “ახალი” – ს სახელწოდეებით”, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ მაია კალანდიამ.
ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოში ” ნაციონალური მოძრაობა”, საკრებულოს 14-მა წევრმა 2023 წლის 5 დეკემბერს დატოვა და მხარდაჭერა ნიკა მელიას გუნდს გამოუცხადა.




