ზუგდიდის მერი ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცრებს შეხვდა

ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, პირველ მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკურ ოფეცრებს კენი მაკინტოშის და გივი ტიბანელს შეხვდა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
,,შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ დემოკრატიულ პროცესებზე, მიმდინარე პროექტებზე და მოახლოებულ სააერჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
მამუკა წოწერიამ აშშ-ს საელჩოს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და ისაუბრა მათ როლზე ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში.
მერმა, საელჩოს წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. მათ შორის, ინფრასტრუქტურა, განათლება, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება და ახალგაზრდული პროგრამები.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს სოციალურ პროგრამაზე, რომლის განხორციელება სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით მოხდა.
კერძოდ, ზუგდიდის მერიამ, 2023 წელს ახალი სოციალური პროგრამა,
,,თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი-საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილურობა“ დაიწყო. აღნიშნული პროგამის პროგრამის განსახორციელებლად 3 ადაპტირებული მიკროავტობუსი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცა.
ასევე, მამუკა წოწერიამ კურორტებისა და ქალაქების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 4 მასშტაბური პროექტი განხორციელებაზეც მიაწოდა ინფორმაცია.
პროექტის ფარგლებში მოხდება ისტორიული ბულვარის გაგრძელება, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე პიაცას კონცეფციის განვითარება, ფუნიკულიორის რეაბილიტაცია და ცენტრში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




