Წალენჯიხის მერიის იურისტი თანამშრომელს ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს

Წალენჯიხის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ელენე ბერაია, ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელს ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს Და მისი სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს.
Ელენე ბერაია STV-ს უყვება, რომ თანამშრომელი მამაკაცი, კონკრეტულ დოკუმენტზე არაკანონიერი გზით ცდილობდა იურისტის ხელმოწერის მოპოვებას, რაზეც ელენე ბერაია არ დათანხმდა, მისი თქმით, სწორედ, ამას მოყვა მამაკაცის გაბრაზება და მან თანამშრომელ ქალზე ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფსიქოლოგიურად იძალადა.
“სამსახურში მოხდა ასეთი ფაქტი, გუშინ, ჩემზე იძალადა თანამშრომელმა. Მაიძულებდა ხელის მოწერას დოკუმენტზე. Ეს იყო ხმამაღალი საუბრით, მაგიდაზე ხელების დარტყმით, რაც შემდეგ ხელმძღვანელებთანაც გაიმეორა. Აღნიშნულს ვფიქრობ, გუშინ არ მოყვა არანაირი რეაგირება. Არავის გამოუხატავს ის რომ ვინმე ჩემს დაცვას ცდილობდა. Ყოველ შემთვევაში, თავი ვიგრძენი დაუცველად. Ველოდები ჩემი სამსახური რა რეაგირებას მოახდენს”,- განაცხადა ელენე ბერაიამ.
Საუბარია დოკუმენტზე, რომლის თანახმად, ქონების მართვის სამსახურის კომისიის წევრი, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიის დატოვებას ითხოვდა. ელენე ბერაია განმარტავს, რომ მსგავსი ხელმოწერის უფლება იურისტს არ აქვს, თუმცა სპეციალისტი დაჟინებით სთოვდა მას წერილობით თანხმობას, რაზეც იურისტისგან კატეგორიული უარი მიიღო. ბერაიას მტკიცებით, თანამშრომელს იურისტის გარეშე უნდა გაეგზავნა აღნიშნული დოკუმენტი უშუალოდ მერთან და არა იურისტის ხელმოწერით, Სწორედ ამან გამოიწვია შალვა შანავას გაღიზიანება, რასაც მისი მხრიდან სიტყვიერი ძალადობა მოყვა.
“პიროვნება ითხოვდა, კომისიის დატოვებას, რაზეც მთხოვდა წერილობით თანხმობას, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ელექტრონული სისტემა და ელექტრონულად ვაწერთ დოკუმენტებს ხელს. Აღნიშნული აღემატებოდა ჩემს კომპეტენციას და მე ისე ხელს ვერ მოვაწერ, ამაზე დავწერე სისტემური უარი თავისი რეზოლიციით და დავუბრუნე უკან. Ამის შემდგომ ეს მამაკაცი მიბარებს კაბინეტში, მიწყებს ყვირილს, მთელმა სამსახურმა გაიგო, ყველას ესმოდა, მაგრამ არავინ გადაწყვიტა რატომღაც ჩემი დაცვა.
Ვფიქრობ და განვიხილავ სხვადასხვა ვერსიებს, შესაძლოა ეს იყო დაკვეთით ჩემს წინააღმდეგ, ან სპეციალურად ნუ, არ ვიცი რას ნიშნავდა ეს ყოველივე. Ველოდები ჯერ სამსახურის რეაგირებას და შემდგომ უკვე მე მივიღებ შესაბამის ზომებს”- განაცხადა ელენე ბერაიამ.
Მერიაში, აცხადებენ რომ აღნიშულ ფაქტზე არიან ინფორმირებული და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოკვლევა.
“Გუშინ ჩამაყენეს საქმის კურსში, რომ უსიამოვნო ფაქტი მოხდა და ბუნებრივია, რომ ჩვენ რეაგირება გავაკეთეთ. Სამსახურის მიერ იქნა გარკვეული მტკიცებულებების და სხვადასხვა ინფორმაციოს მოძიება და ამ ეტაპზე, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ კვლევის პროცესშია. Თავისთავად ცხადია, ჩვენ ყველა თანამშრომლის ინტერესებს დავიცავთ და მაქსიმალურად ვეცდებით, სიმართლე დავადგინოთ და არანაირი სახის უსიამოვნება არ იყოს მათ შორის. Რაც შეეხება თავად ფაქტს, ეს ჩემთვის ისევეა ცნობილიᲐ, როგორც თქვენთვის. Ამიტომ, მნიშნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა, მოიკვლიონ დეტალურად და შეისწავლონ, ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მერის პირველმა მოადგილემ ვანო ბურდულმა.
Წალენჯიხის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი აცხადებს, რომ მოკვლევის დასრულების შემდეგ, თუ მერიამ სამართლიანი გადაწყვეტილება არ მიიღო, აპირებს სასამართლოს მიმართოს.




