სამეგრელოში სკაუტების საერთაშოროსო ცენტრი შენდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში სამეგრელოს სკაუტების საერთაშორისო ცენტრი შენდება. ინგორმაციას სკაუტების სამეგრწლოს ცენტრი ავრცელებს.
,,ცენტრის მიზანია ახალი და ინოვაციური საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნა და რეგიონის ეკონომიკურ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამებების შემუშავება. ამ ეტაპზე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების 70% შესრულებულია რაც ნიშნავს იმას, რომ სამეგრელოს სკაუტებს მე-10 საიუბილეო წელს გვაქვს ჩვენივე ორგანიზაციულ საჭიროებებზე მორგებული სივრცე” – წერია სკაუტებია გავრცელებულ ინფორმაციაში
სამეგრელოს სკაუტების საერთაშორისო ცენტრში მოეწყობა: კონტაქტური ზოოპარკი, უფასო ქემფინგ ზონა, თოკების ქალაქი, სკაუტური ატრაქციები, სანერგე – მინი სათბური, შიდა და გარე ტრეინინგ ზონა, სახელოსნო, სამეწარმეო მუზეუმი, რეკრეაციული სივრცეები, სივრცე სკაუტური თამაშობებისთვის.
,,ფინანსური და მატერიალური რესუსრების არქონის გამო ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა შეჩერებულია. დღეიდან ვერთვებით მარათონში რათა ჩვენი ნანატრი მიზნები რეალობად ვაქციოთ. გვესაჭიროება როგორც მატერიალური ასევე ფინანსური და ადამიანური რესურსები.
ჩვენთვის თითოეული ლარი მნიშვნელოვანია: თბს ბანკი : #GE77TB7317245064300060; საქართველოს ბანკი : #GE45BG0000000537438297 მიმღები : რამაზ ბიგვავა
(დანიშნულება – ცენტრისთვის)” წეეია გავრცელებულ ინფორმაციაში.





